weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე გაწვრთნის

16:32 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდა, რომელმაც პოსტზე დროებით მყოფი ფერნანდო იერო შეცვალა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და კატალონიელ სპეციალისტს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდი, რომელსაც მწვრთნელად ფერნანდო იერო ხულენ ლოპეტეგისთან მომხდარი სკანდალის შემდეგ დაუნიშნეს, რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობას მასპინძელთა ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ბოლო ერთი წელი მას არსად უმუშავია, რადგან „ბარსელონაში“ გატარებული უკანასკნელი სეზონის შემდეგ იგი უმუშევრად იყო.

ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელს აქამდე მწვრთნელად უმუშავია „ბარსელონას“ B გუნდში (2008-2011), „რომაში“ (2011-2012), ვიგოს „სელტასა“ (2013-2014) და „ბარსელონაში“ (2014-2017), სადაც მან ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, სამი ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიო სსაკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]