weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პაულინიო ჩინეთში დაბრუნდა

10:58 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი პაულინიო კარიერას კვლავ ჩინურ „გუანჯოუ ევერგრანდში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჩინურმა კლუბმა ბრაზილიელი შუახაზელი „ბარსელონადან“ იჯარის წესით აიყვანა.

ერთი წლის გასვლის შემდეგ ჩინელებმა კატალონიურ გრანდს 50 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ და პაულინიო გამოისყიდონ.

შეგახსენებთ, რომ პაულინიო „გუანჯოუ ევერგრანდში“ 2015-2017 წლებშიც ასპარეზობდა, მაშინ ნახევარმცველმა 95 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. ჩინეთში ყოფნისას ფეხბურთელმა ორჯერ ჩინეთის ჩემპიონატი, ერთხელ ჩინეთის თასი, ორჯერ ჩინეთის სუპერ თასი და ერთხელ აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

რაც შეეხება კატალონიურ სეზონს, „ბარსას“ მაისურით პაულინიო განვლილ სეზონში მოედანზე 49-ჯერ გამოჩნდა და 9 გოლი გაიტანა. „ბლაუგრანასთან“ ერთად ჟოზე პაულო ბეზერა მასიელ ჟუნიორმა ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]