weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტოჩინოშინმა ხუთი ორთაბრძოლიდან ხუთივე მოიგო

13:12 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე უდანაკარგო სვლას აგრძელებს ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძე, რომელმაც ხუთი ჩატარებული ორთაბრძოლის თავზე ამდენივე გამარჯვება იზეიმა და ნაგოია ბაშოს ლიდერთა შორისაა.

მე-5 საბრძოლო დღეს ოძეკის ტიტულის მქონე ტოჩინოშინის წინააღმდეგ კოტოშოგიკუ დადგა, რომელსაც ლევან გორგაძემ იორიკირით სძლია. ხსენებულ მეტოქეს ქართველი სუმოისტი საერთო ანგარიშით 24:9 ამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ ხუთ განვლილ ორთაბრძოლაში მეორე მარცხი იწვნია იოკოზუნა კაკურიუმ, იოკოზუნა ჰაკუჰო კი ტრავმის გამო ნაადრევად ჩაეხსნა ნაგოია ბაშოს. ტოჩინოშინის მსგავსად ხუთ-ხუთი მოგებით კიოკუტაისეი და მიტაკეუმი იწონებენ თავს.

ხვალ ლევან გორგაძე ტამავაშის შეხვდება, რომელთანაც ბალანსი 15:7 აქვს. ტამავაშის ბალანსი მიმდინარე ბაშოზე კი ორი მოგება და სამი მარცხია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]