weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მეექვსე ორთაბრძოლაში ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა

14:00 პარასკევი, 13 ივლისი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

მიჯრით მოპოვებული 5 გამარჯვების თავზე ოძეკის წოდების მქონე ქართველი სუმოისტი მონღოლ ტამავაშის გაეჯიბრა და სასტარტო მიძალების შემდეგ ტოჩინოშინმა თითქოს მეტოქის ქამრის ხელში მოგდება შესძლო, თუმცა აღმოსავლეთის კომუსუბის ტიტულით მოასპარეზე მეტოქემ ჩავლება გააშვებინა და გორგაძე დოჰიოზე დაანარცხა. ტოჩინოშინს „მონღოლ არწივთან“ 15 მოგება და 8 მარცხი აქვს.

ქართველი სუმოისტის წაფორხილების ფონზე, ერთპიროვნული ლიდერობა ხელთ დასავლეთის სეკივაკე მიტაკეუმიმ იგდო და 6:0 ბალანსით იწონებს თავს.

აღსანიშნავია, რომ ნაგოია ბაშოს სამი მოქმედი იოკოზუნა ტოვებს: კისენოსატო თავიდანვე არ იყო, ჰაკუჰო მუხლის ტრავმის გამო მე-4 დღეს მოიხსნა, დღეს კი კაკურიუს ჯერი მარჯვენა იდაყვის ტკივილის დადგა.

ხვალ, ნაგოია ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინი ძალებს შოდაისთან მოსინჯავს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:4 ამარცხებს, მიტაკეუმის პირისპირ კი დასავლეთის პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ დადგება.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში საქმეები ცუდად მისდის გაგამარუს სახელით ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელსაც ორი გამარჯვების წილ უკვე 4 მარცხი მოუგროვდა და მორიგ უარყოფით ბალანსს უახლოვდება. ქართველი გოლიათი ნაგოიაში დასავლეთის მე-9 ნომრის წოდებით ირჯება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]