weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„2018 წლის მუნდიალი ისტორიაში საუკეთესოა“ - ჯანი ინფანტინო

14:51 შაბათი, 14 ივლისი 2018

FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს აზრით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესოა. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის მმართველის ორგანოს მეთაურმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს საოცარი და წარმოუდგენელი მსოფლიო ჩემპიონატია. დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ისტორიაში საუკეთესო და დღეს, შემიძლია ეს დავადასტურო. მიმდინარე მუნდიალი ისტორიაში ნამდვილად საუკეთესოა, განსაკუთრებით - ფეხბურთის, ემოციისა და ვნების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ინფატინომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს XXI ჩემპიონატის დასრულებამდე ორი მატჩია დარჩენილი: დღეს, მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის ბელგია და ინგლისი ითამაშებენ, ხოლო ხვალ ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]