weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ხორხე სამპაოლი ნაკრებიდან დაითხოვეს

13:05 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს. როგორც აქამდე იყო ცნობილი, დათხოვნის შემთხვევაში სამპაოლი 20-მილიონიან ბონუსს მიიღებდა, თუმცა მას გაცილებით ნაკლებს გადაუხდიან.

სამწვრთნელო შტაბის წევრთა ნაწილმა თანამდებობები თავისი ნებით დატოვა და ხსენებული 20 მილიონი დოლარი 8-მდე ჩამოვიდა.

58 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა „ალბისელესტეს“ 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რომელთაგან არგენტინამ 7 მოიგო, 4 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. განსაკუთრებული კრიტიკა სამპაოლიმ რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების ცუდი გამოსვლით დაიმსახურა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის ხორხე სამპაოლის, თუმცა ცნობილია, რომ არგენტინის ნაკრების მესაჭის პოსტს შემდეგ სპეციალისტებს სთავაზობენ: მარსელო გალიარდო, მატიას ალმეიდა, რიკარდო გარეკა, მაურისიო პოჩეტინო და დიეგო სიმეონე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]