weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ იმუშავებს

10:39 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების ტრიუმფატორი ზინედინ ზიდანი, მადრიდიდან წასვლის შემდეგ დიდ ხანს არ დარჩენილა უსაქმოდ. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ტურინის „იუვენტუსში“ ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში ბრუნდება.

ზიდანი ახალი სეზონიდან ტურინული გრანდის სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის მრჩეველი იქნება. ესპანური მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას „იუვეს“ მფლობელი ანიელების ოჯახის წარმომადგენელიც ადასტურებს.

რაც შეეხება „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრი პოსტს ინარჩუნებს და მინიმუმ 1 წელი მას არაფერი ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი „რეალში“ გადასვლამდე, 1996-2002 წლებში სწორედ ტურინის „იუვენტუსში“ თამაშობდა. აქვე გეტყვით, რომ ხსენებულმა იტალიურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ ზაფხულის მთავარი ტრანსფერი განახორციელა და მადრიდული „სამეფო კლუბიდან“ კრისტიანო რონალდო გაიფორმა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]