weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში უზბეკი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა

11:19 შაბათი, 21 ივლისი 2018

ფოთში გამართული მე-13 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი 14 წლის უზბეკი მოჭადრაკე ჯავოჰირ სინდაროვი გახდა. ფესტივალის გამარჯვებულ მოჭადრაკეს ფულადი ჯილდო 6000 ლარი გადაეცა.

ფესტივალში წელს 14 ქვეყნის 350 -მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 20-მდე საერთაშორისო ოსტატი, დიდოსტატი და FIDE-ს რეიტინგის მქონე მოჭადრაკე ასპარეზობდა.

ფესტივალის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. თამაშები ორ ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 45 ათას ლარს შეადგენდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]