weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„იმპერატორის თასის“ მფლობელი მიტაკეუმი გახდა

14:32 შაბათი, 21 ივლისი 2018

იაპონელი სუმოისტი, სეკივაკეს წოდების მქონე მიტაკეუმი ქალაქ ნაგოიაში გამართული სუპერტურნირის გამარჯვებული გახდა. მიტაკეუმიმ დღეს ერთი მარცხის წილ მე-13 გამარჯვება გაიფორმა, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა და „იმპერატორის თასი“ კარიერაში პირველად დაისაკუთრა.

ხვალ, ნაგოია ბაშოს დასკვნით დღეს მიტაკეუმი ძალებს იუტაკაიამასთან მოსინჯავს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 1:0-ს უგებს.

შეგახსენებთ, რომ მიტაკეუმის წარმატება ისეთმა ფაქტორმა განაპირობა, როგორებიც ნაგოია ბაშოს მოგების მთავარი პრეტენდენტების არყოფნაა: ორი იოკოზუნა - ჰაკუჰო და კაკურიუ სუპერტურნირს პირველივე დღეებში გამოეთიშნენ, მათ მალევე მიჰყვა ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, რომელმაც ასევე ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა. აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი არცერთ მათგანს არ შეხვედრია, ისე მოიგო ნაგოიას სუპერტურნირი.

სამწუხაროდ, წოდებაში მორიგი დაქვეითება ელის გაგამარუს სახელით ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც მე-2 დივიზიონ ჯურიოში დასავლეთის მე-9 ნომრის რანგში ირჯება. ქართველ გოლიათს 6 მოგება და 8 მარცხი აქვს, ანუ ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ გადაურჩება მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი), რაც იმას ნიშნავს, რომ ჯურიოში კიდევ უფრო დაბალ პოზიციაზე აღმოჩნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]