weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინელმა ალექსანდრ უსიკმა რუსი მურატ გასიევი დაამარცხა და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა

13:57 კვირა, 22 ივლისი 2018

უკრაინელმა მოკრივემ, 31 წლის ალექსანდრ უსიკმა მოსკოვში გამართულ ჩემპიონატზე 24 წლის რუსი მოკრივე მურატ გასიევი დაამარცხა, რის შედეგადაც პირველ მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, მოიპოვა მუჰამედ ალის თასი და ასევე ოთხი უმნიშვნელოვანესი (WBC, WBO, IBF და WBA) საჩემპიონო ქამარი. საპრიზო ფონდის მოცულობამ 60 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პროფესიულ კარიერაში ალექსანდრ უსიკმა მე-15 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მურატ გასიევისთვის ეს 27-ე ბრძოლა და პირველი მარცხი იყო. ბრძოლის დასრულების შემდეგ მან უსიკს, უკრაინელ და რუს გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს ბრძოლა მისთვის კარგი გამოცდილება იყო.

ალექსანდრ უსიკი წარმოშობით რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდანაა. მოკრივე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. მაგალითად 2018 წლის იანვარში, ჟურნალისტებს, რომლებმაც ყირიმის სტატუსის შესახებ ჰკითხეს, პროვოკატორები უწოდა. გარდა ამისა, ის არ იყენებს სიტყვა „ყირიმს“ და ნაცვლად მის დედაქალაქს „სიმფეროპოლს“ ახსენებს.

ამ წარმატების გამო უკრაინის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ უსიკს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]