weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ეკატერინე გორგოძემ ასტანას ტურნირი მოიგო

10:00 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ასტანას ტურნირი მოიგო. ყაზახური ტურნირის ფინალში გორგოძემ 23 წლის უზბეკი საბინა შარიპოვა საათსა და 27 წუთიან შეხვედრაში 6:4, 6:1 დაამარცხა.

აღნიშნული ტურნირის მოგებით გორგოძემ ჯამში 100 ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში 267-ე ადგილიდან 193-ე პოზიციამდე დაწინაურდება, რაც მისთვის კარიერის რეკორდული მაჩვენებელია.

ასტანაში ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ფინალშიც გავიდა, თუმცა ის და უზბეკი აკგულ ამანმურადოვა ბერფუ ჩენგიზთან და ანა დანილინასთან დამარცხდნენ. წყვილთა რეიტინგში ეკატერინე გორგოძე 62 პოზიციით დაწინაურდება და 234-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]