weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლუის ჰამილტონმა სებასტიან ფეტელს ლიდერობა წვიმაში ჩამოართვა

11:30 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

ფორმულა 1-ში 2018 წლის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია ხელიდან ხელში გადადის. ცხრილის სათავეში ხან სებასტიან ფეტელია და ხან - ლუის ჰამილტონი. ამ ეტაპზე ბრიტანელი პილოტის ჯერი დადგა, რომელმაც ნაწილობრივ წვიმის თანხლებით გამართული გერმანიის დიდი პრიზი მოიგო.

ჰამილტონმა გერმანულ გრან-პრიზე მეოთხედ იმარჯვა (კარიერაში 66 გამარჯვება) და ასე აღნიშნა „მერსედესთან“ კონტრაქტის გაგრძელება. ამასთან, საგრძნობლად გაზარდა იმის შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეხუთედაც დაეუფლოს, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

ჰოკენჰაიმის ტრეკზე გამართულ რბოლამდე ლიდერი ფეტელი იყო და ჰამილტონს 8 ქულას უგებდა, ახლა კი მდევრის როლში თავად დარჩა და ბრიტანელ მეტოქეს უკვე თავად ჩამორჩება,17 ქულით.

სებასტიან ფეტელს წვიმის რამდენიმე წვეთმა ცუდი საქმე უყო - „ფერარის“ გერმანელმა პილოტმა სველი საბურავებით თითქმის უწყინარ სიტუაციაში დაუშვა მცირე შეცდომა და შესანიშნავად დაწყებული რბოლა კედელთან დაასრულა.

გერმანიის დიდი პრიზი

ჰოკენჰაიმრინგი, დისტანცია 306.458 კმ (4.574 კმ, 67 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:32:29.845

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 4.535

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 6.732

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 7.654

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 26.609

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 28.871

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 30.556

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 31.750

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 32.362

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 34.197

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 34.919

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 43.069

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 46.617

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 1 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 14 წრე

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 16 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 16 წრე

დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 40 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:15.545 (66-ე წრე, 217.968 კმ/სთ)

 

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 188 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 171
  3. კიმი რაიკონენი - 131
  4. ვალტერი ბოტასი - 122
  5. დანიელ რიკიარდო - 106
  6. მაქს ფერსტაპენი - 105
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 52
  8. ფერნანდო ალონსო - 40
  9. კევინ მაგნუსენი - 139
  10. სერხიო პერესი - 30
  11. ესტებან ოკონი - 29
  12. კარლოს საინსი - 28
  13. რომენ გროჟანი - 20
  14. პიერ გასლი - 18
  15. შარლ ლეკლერი - 13
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. მარკუს ერიკსონი - 5
  18. ლანს სტროლი - 4
  19. ბრენდონ ჰარტლი - 2
  20. სერგეი სიროტკინი - 0

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 310 ქულა
  2. ფერარი - 302
  3. რედ ბული -211
  4. რენო - 80
  5. 5. ფორს ინდია - 59
  6. ჰაასი - 59
  7. მაკლარენი - 48
  8. ტორო როსო - 20
  9. ზაუბერი - 18
  10. უილიამსი - 4

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]