weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქართველმა ძალოსნებმა ევროპის პირველობაზე მედლები კიდევ მოიპოვეს

12:40 პარასკევი, 27 ივლისი 2018

იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მორიგი მედლები მიითვალა. ტურნირის 77 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს გუნდი 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღეს.

ლომია თებიძემ ატაცში სამივე ცდა (129, 134, 137 კგ) წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. თებაძე ასევე მეორე იყო აკვრაშიც, სადაც 167 კგ დაიმორჩილა. ორჭიდის ჯამში მისმა მონაგარმა 304 კგ შეადგინა, რამაც ლომიას ვერცხლის მედალი მოუტანა.

ატაცში დაძლეულმა 133 კილოგრამმა ედუარდ კაკაბაძე მეოთხე ადგილზე გაამწესა. მან უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 155 კგ დაიმორჩილა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველს ასევე ბრინჯაო ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 288 კილოგრამით.

ამრიგად, ხუთი დღის განმავლობაში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]