weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დიდი ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში

14:57 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

ახლახანს დასრულებული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ პირველად გამოქვეყნდა FIFA-ს განახლებული რეიტინგი, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში გამართულ მუნდიალზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

მთავარი მოვლენა ჩემპიონი საფრანგეთის პირველ ადგილზე გადასვლაა. დიდიე დეშანის ტრიუმფატორი გუნდი 6 საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში გალიდერდა.

ბრაზილიამ და ბელგიამ მეორე-მესამე ადგილები გაცვალეს, მათ შემდეგ კი მუნდიალის ფინალისტი ხორვატიაა, რომელმაც 16 პოზიციით წინსვლა შეძლო. მეხუთე და მეექვსე ადგილებზე ურუგვაი და ინგლისი იმყოფებიან, რომლებმაც შესაბამისად, 9 და 6 ადგილით მოახერხეს აღმასვლა.

უდიდესი ვარდნა განიცადა რუსეთში სამარცხვინოდ მოასპარეზე გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ერთბაშად 14 საფეხური დათმო და მე-15 ადგილზე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი უკუსვლა ასევე განიცადეს არგენტინამ და პოლონეთმა: „ალბისელესტე“ 6 ნაბიჯით უკან მე-11 ადგილზეა, ლევანდოვსკი და კომპანია კი მინუს 10 საფეხურით მე-18-ზე.

სხვა მხრივ აღსანიშნავია, რუსეთისა და შვედეთის წინ გაკეთებული ნახტომი - სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ერთბაშად 21 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 49-ეა, სკანდინავიელები კი 11 პოზიციით მაღლა მე-13 ადგილზე აღმოჩნდნენ.

ყველაზე დიდი ვარდნა ეგვიპტის ეროვნულმა გუნდმა განიცადა - „ფარაონებმა“ 20 საფეხურით უკან, 65-ე პოზიციაზე ამოყვეს თავი.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვლადიმირ ვაისის გუნდის პოზიცია უცვლელია - „ჯვაროსნები“ კვლავ 96-ე ადგილზე იმყოფებიან.

FIFA / Coca-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. საფრანგეთი - 1726
  2. ბელგია - 1723
  3. ბრაზილია - 1657
  4. ხორვატია - 1643
  5. ურუგვაი - 1627
  6. ინგლისი - 1615
  7. პორტუგალია - 1599
  8. შვეიცარია - 1597
  9. ესპანეთი - 1580
  10. დანია - 1580
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]