weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქუთაისის „ტორპედო“ ბულგარულ გუნდთან დამარცხდა

09:52 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ქუთაისის „ტორპედომ“ რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ დასანანი მარცხი იწვნია.

ნომინალური მასპინძელი ქუთაისელები შეხვედრის მიმდინარეობისას საგოლე მომენტების შექმნას ცდილობდნენ, თუმცა რეალურ სახიფათო სიტუაციას ვერ ქმნიდა. ბულგარული გუნდი თავს არ იკლავდა და თავის შანსს ელოდა, რომელიც ტაიმის ბოლო წამებზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, უფრო ზუსტად კი დამატებულ დროს გადაცდენილზე მიეცა - ბრაზილიელი ვანდერსონი საჯარიმოში იოლად შევიდა და მეკარე როინ კვასხვაძეს ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა. სათამაშო სურათიდან გამომდინარე გოლი თითქოს ალოგიკური გამოვიდა.

მეორე ტაიმში „ლუდოგორეცს“ კიდევ მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ფორტუნამ „ტოპედო“ აშკარად დაინდო. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა მცდელობის მიუხედავად ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, რაც ერთი კვირის თავზე სტუმრად გასამართი საპასუხო მატჩის წინ უაღრესად ცუდი შედეგია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]