weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა

10:10 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე უშუალო კონკურენტ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მეტოქე გუნდი გიორგი ხარებაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი, რომელიც თელაველთა ფორვარდმა ლამაზი დარტყმით გაიტანა, 71-ე წუთზე გავიდა.

ამ მომენტისთვის „თელავს“ 32 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში ისევ მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება „ვიტ ჯორჯიას“, მარცხის შემდეგ თბილისური გუნდი მეორე ადგილიდან მესამეზე ჩამოქვეითდა. სატურნირო ცხრილს კი 42 ქულით კვლავაც ბათუმის „დინამო“ უდგას სათავეში.

მორიგ, 23-ე ტურის შეხვედრას „თელავი“ 29 აგვისტოს ბათუმში გამართავს და ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]