weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

UEFA-მ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო გადასცა

22:58 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას UEFA-მ თანასწორობის ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც მონაკოში, „გრიმალდის ცენტრში“ გაიმართა, თავად კაშია „სან ხოსეს“ შემადგენლობაში გასამართი მატჩის გამო არ ესწრებოდა. Equal Game-ის ჯილდო დაჯილდოებაზე მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა.

„გრიმალდის ცენტრში“ შეკრებილებმა ქართველი ფეხბურთელის ვიდეომამართვა მოისმინეს:

„ამ ჯილდოს გადაცემისთვის მინდა მადლობა გადავუხადო UEFA-ს პრეზიდენტს, ალექსანდერ ჩეფერინსა და მთელ ორგანიზაციას. ეს დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნისთვის. ჯილდოს მიღება ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ. ფეხბურთი ყოველთვის იყო და არის ის, რაც მიყვარს. გავაგრძელებ თამაშს და მოედანზე თუ მოედნის გარეთ, ყოველთვის მხარს დავუჭერ ადამიანთა თანასწორობას. კიდევ ერთხელ მადლობა. მართლაც მადლობელი ვარ“.

გურამ კაშიამ 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, რის გამოც ინტერნეტ-აგრესიის ობიექტი გახდა. აგრესიის ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოს გადასცემდა.

ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს Equal Game-ის ანუ „თანასწორი თამაშის“ ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის გადაეცემა. UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამ კაშიამ ლგბტ თემისა და თანასწორობის იდეის მიმართ მხარდაჭერა მტკიცედ დააფიქსირა. ჩეფერინმა ფეხბურთელი ძლიერი ხასიათისა და სიმამაცისთვისაც შეაქო.

„მიუხედავად იმისა, რომ მის საქციელს ბევრი ჯგუფის მხრიდან მუქარა და შეურაცხყოფა მოჰყვა, კაშია ტოლერანტობასა და მიმღებლობას ქადაგებდა და ხელი შეუწყო საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში ამ უმცირესობის ჯგუფისადმი დამოკიდებულების შეცვლას“, - აღნიშნა UEFA-ს პრეზიდენტმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]