weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დასახელდა

09:59 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოავლინა. ყველა ამპლუაში საუკეთესოებად „რეალის“ ფეხბურთელები დასახელდნენ, საუკეთესო მოთამაშედ ასევე „რეალის“ წევრი ლუკა მოდრიჩი აღიარეს.

დაჯილდოების ცერემონია მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის პარალელურად გაიმართა.

UEFA-მ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო გადასცა

როგორც უკვე ვახსენეთ, ყველა პოზიციაზე სწორედ მადრიდის „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამჟამად „იუვენტუსის“ წევრ რონალდოს პრიზი ცხადია „რეალში“ თამაშის გამო ერგო.

აქვე გეტყვით, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში ლუკა მოდრიჩმა რონალდოსა და მოჰამედ სალაჰს აჯობა.

საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი (რეალი)

საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი (რეალი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი (რეალი)

საუკეთესო თავდამსხმელი: კრისტიანო რონალდო (იუვენტუსი)

საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი (რეალი)

მსგავსი სტატია:

რონალდოს „მაკრატელა“ სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]