weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პანკისელი ისლამ ქავთარაშვილი ევროპის თასზე დამარცხდა

15:46 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის თასზე პირველი ბრძოლები დღეს გაიმართა. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის პანკისელი ძიუდოისტი ისლამ ქავთარაშვილი რუმინელ ლასლო შოუკს შეხვდა და დამარცხდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ორთაბრძოლები ხვალ, 2 სექტემბერს გაიმართება. ამ კატეგორიაში კონკურენტები, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ. ჭრიკიშვილი პირველ ეტაპზე უნგრელ მარტინ ფუზარს შეხვდება, ხოლო ღვინიაშვილი – ბრიტანელ ჯეიმს რიდს. ამავე წონაში პაატა ღვინიაშვილიც გამოვა, რომელიც გერმანელ ლუკა ფედკოტერს დაუპირისპირდება.

ევროპის თასზე ჭრიკიშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შორის უკეთესი შედეგის მქონე ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]