weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველმა კალათბურთელებმა მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყეს

12:21 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწრთნელმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბერძენი სპეციალისტის მიერ შერჩეულ 19 კალათბურთელში 2 ამერიკელია – ტად მაკფადენი და მეტ ჯენინგი, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯენინგი დაიცავს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის პასპორტი გუშინ აიღო.

ესპანური „სასკი ბასკონიას“ ამერიკელი მსროლელი 3 დღეა საქართველოშია და ის მოქალაქეობის მიღებას ელოდებოდა. მეტ ჯენინგი 2010 წლის დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა „ფინიქს სანზმა“ მას კონტრაქტი გაუფორმა. ჯენინგმა არიზონელთა გუნდის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში ის გუნდიდან გაუშვეს. NBA G ლიგის 2 გუნდში თამაშის შემდეგ ჯენინგი ევროპაში გადავიდა. მან იტალიურ „მონფერატესა“ და „მონტეპასკიში“ ითამაშა, შემდეგ იყო „ციბონა”, თურქული „ეფესი”, იერუსალიმის „ჰაპოელი” და რუსული „ლოკომოტივ-ყუბანი”.2017 წლიდან ის ბასკონიაშია. 6 ივლისს მან ბასკურ კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საქართველოს ნაკრები „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. უახლოეს დღეებში ნაკრებს გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია და 13 სექტემბრიდან მეორე ეტაპში ჩაებმება. ჩვენი ეროვნული გუნდი FIBA-ს მიერ გამოყოფილ 3 სათამაშო ფანჯარაში 6 მატჩს გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 13 სექტემბერს ისრაელში ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს.

საბერძნეთთან საშინაო შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია ➡ tkt.ge/basketball

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]