weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჟოზე მოურინიო სასამართლომ დამნაშავედ სცნო

15:37 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოდიოზური დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ესპანეთის სასამართლომ გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო. მოურინიომ აღნიშნული დანაშაული ორჯერ ჩაიდინა, თანხა კი ჯამში €3.3 მილიონს შეადგენს.

ჟოზე მოურინიომ სასამართლოსთან ითანამშრომლა და მადრიდში მუშაობის პერიოდში ჩადენილი ორივე დანაშაული აღიარა. თითოეული მათგანი 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 55 წლის მწვრთნელი ჯარიმის სახით €1.98 მილიონს გადაიხდის, რაც მთლიანი თანხის 60%-ია.

ამ სკანდალში პორტუგალიელი საფეხბურთო სპეციალისტისთვის სასიხარულო ამბავიცაა: ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ის ადამიანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული და ეს დარღვევა თავისუფლების აღკვეთას 2 წელზე ნაკლები ვადით ითვალისწინებს, არ არის ვალდებული, რომ ციხეში ჩაჯდეს, შესაბამისად, „განსაკუთრებულს“ ციხეში არცერთი წუთის გატარება არ მოუწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსგავს დანაშაულში შემჩნეულნი ასევე იყვნენ: კრისტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ალექსის სანჩესი და ხავიერ მასკერანო. ყველა მათგანმა ციხე აირიდა, თუმცა საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა მოუწიათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]