weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„იმედია, ჩაკვეტაძე საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტს იმუშავებს“ - ალექსანდრე ჩივაძე

10:34 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც მედიასთან თამაში შეაფასა და ყაზახეთთან მატჩის გმირ გიორგი ჩაკვეტაძეს რჩევა მისცა.

„საკმაოდ სანერვიულო თამაში იყო და ვფიქრობ, რომ პირველმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. ძალიან ლამაზი გოლი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ჩაკვეტაძის შესრულებით და სასიხარულოა, რომ წარმატებით დავიწყეთ. იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე წარმატებით ვითამაშებთ. ფსიქოლოგიურადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გამარჯვებაც ზუსტად დროული იყო. უკვე ჩამოყალიბდა გუნდის ძირითადი ბირთვიც, ფეხბურთელებმაც ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, იმედია, კიდევ უფრო მეტს იმუშავებს საკუთარ თავზე და ამ შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება“, - განაცხადა ჩივაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ასტანა არენაზე“ 19 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში და UEFA-ს ერთა ლიგაზე ისტორიული პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

„კმაყოფილი ვართ პირველი თამაშით, გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა ამ ჯგუფში ყაზახეთი და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. რაც შეეხება გოლს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავეხმარე ნაკრებს გამარჯვებაში და ახლა მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ ლატვიასთან მატჩზე, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და მოვუწოდებ ხალხს, რომ მოვიდნენ თამაშზე და მხარი დაგვიჭირონ”, - განაცხადა მატჩის შემდეგ „გენტის“ წევრმა ჩაკვეტაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში, 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]