weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დენის ჩერიშევს დოპინგზე შეამოწმებენ

10:44 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო რუსეთის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ნახევარმცველთან, დენის ჩერიშევთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.

27 წლის ფეხბურთელის მამამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩერიშევი რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ზრდის ჰორმონების ინექციას იტარებდა. ამ ყველაფრით კი ზემოხსენებული სააგენტო დაინტერესდა და რუსი ფეხბურთელის მიმართ გამოძიება დაიწყო.

დენის ჩერიშევმა განვლილ მუნდიალზე 5 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ის ზაფხულში „ვილიარრეალიდან“ „ვალენსიას“იჯარით შეუერთდა და ორ მატჩში 1 გოლის გატანა მოასწრო, ასევე თავი გამოიჩინა ერთა ლიგაზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ფეხბურთელების მხრიდან დოპინგის მოხმარებაზე ეჭვი მუნდიალის მსვლელობისასაც გაჩნდა, რა დროსაც ამერიკულმა ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსი ფეხბურთელების შემოწმება მოითხოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]