weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„თელავმა“ „შევარდენი“ დაამარცხა

11:02 კვირა, 16 სექტემბერი 2018

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურის მატჩში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა და მეტოქე გუნდი მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

თელაველთაგან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მთავარმა ბომბარდირმა გიორგი ნიქაბაძემ 68-ე წუთზე გაიტანა.

ამ დროისთვის „თელავს“ 38 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა.

მორიგ მატჩს „თელავი“ 19 სექტემბერს გამართავს და ისევ საკუთარ მოედანზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების მერვედფინალში გორის „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი გუნდი 24 სექტემბერს სტუმრად მარტვილში ჩაატარებს და წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]