weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

17:10 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე სექტემბრის მიმდინარე სუპერტურნირზე წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. აკი ბაშოს მე-9 დღეს ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი იოკოზუნა კისენოსატოსთან დამარცხდა.

ტოჩინოშინი სახელოვან მეტოქეს კარგად დაუდგა, დიდხანს ეჭიდავა, თუმცა მაინც დამარცხდა და ურთიერთშეხვედრებში მას და კისენოსატოს შორის ანგარიში 9:17 გახდა. ლევან გორგაძეს მიმდინარე აკი ბაშოს ბალანსი 5:4 გაუხდა, არადა წოდების შესანარჩუნებლად მას დარჩენილი 6 შეხვედრიდან მინიმუმ 3 გამარჯვება კიდევ სჭირდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც ქართველი სუმოისტი ურთიერთშეხვედრებში 9:7 უგებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]