weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა გუნდმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში პირველი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულ დონეზე ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ლიგა 1-ის ბოლო ტურში ყოფილი გუნდის, „მონაკოს“ კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისმა გუნდმა კი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ორ წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებულთა ვინაობა ვადაზე ადრე გაირკვა. „იუვენტუსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონობა მთელი სეზონის მანძილზე ეჭვს არ იწვევდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურინული გრანდი სერია A-ს გამარჯვებული ზედიზედ მერვედ…

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ამსტერდამის „აიაქსთან“ მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, ტურინის „იუვენტუსში“ „დიდი წმენდა“ დაიგეგმა. იტალიური პრესის ცნობით, ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

პირველმა ირანელმა მოკრივე ქალმა, სადაფ ხადემმა, რომელმაც საზღვარგარეთ ტიტულიც მოიგო, საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა. სპორტსმენი შიშობს, რომ მას სამშობლოში დააპატიმრებენ. საქმე იმაშია, რომ 24 წლის მოკრივე რინგზე ჰიჯაბის გარეშე გამოვიდა, რაც…

ჩემპიონთა ლიგის კვალდაკვალ, საუკეთესო ოთხეული UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზეც გამოვლინდა. განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩებიდან საფეხბურთო ინტრიგა პრაქტიკულად ერთში არსებობდა.

თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ მოსკოვში „ცსკა“-ს 78:68 სძლია და ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსის წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ითამაშებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 585 030 ევრო გახლავთ.

გოგა ბითაძის კლუბმა „ბუდუჩნოსტმა“ ადრიატიკის ლიგის ფინალის მე-3 მატჩში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ 80:72 სძლია და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც პოდგორიცელებმა 21:8 მოიგეს.

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთს 10 ლელო გაუტანა, 64:10 დაამარცხა და ფინალში ტიტულს ესპანეთთან დაიცავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]