weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სპორტი

ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ამიერიდან ყოველწლიურის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. განახლებული ტურნირი ზაფხულში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს.

სუმოს მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე, დაუმარცხებელი იჩინოჯოს ძლევის შემდეგ, ტოჩინოშინმა დღესაც შეძლო გამარჯვება და დადებითი კიდევ უფრო ბალანსი გაიმყარა.

ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი ვალტერი ბოტასის გამარჯვებით გაიხსნა. „მერსედესის“ ფინელმა მრბოლმა სტარტზევე შეძლო ტიტულოვან თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება და ფინიშამდე დამაჯერებლად ლიდერობდა.

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართული გრანდ სლემის გათამაშება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა.

გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“ ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ხორვატული „ციბონა“ 91:82 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 24 ქულა ჩააგდო და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე მეორე კენჭისყრა გაიმართა და 8 მონაწილე გუნდს შორის მეოთხედფინალური წყვილები გახდა ცნობილი.

რუსეთში მოასპარეზე შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ქართველმა სპორტსმენმა ლიანა ჯოჯუამ უპრესტიჟულეს კომპანია UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა.

სუპერტურნირ ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს მე-3 გამარჯვება იზეიმა ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელმაც ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ბოლო განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრები მიუნხენსა და ბარსელონაში გაიმართა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]