დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

სპორტი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი გამარჯვება მოიპოვა “გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“. მოქმედ ჩემპიონ კლუბს საკუთარ დარბაზში ჩიკაგოს „ბულზთან“ არანაირი პრობლემა არ შექმნია – 143:94. კალიფორნიელთა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ კი შეხვედრაში…

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და ასეულს მიუახლოვდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ამჟამინდელი მონაცემებით 104-ე ადგილს იკავებს.

პერუს ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება 1982 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა, შესაძლოა მუნდიალს მიღმა დარჩეს. სკანდალურ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Libero აქვეყნებს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-5 ტურის მატჩები დასრულდა და მერვედფინალისტთა რიგებს კიდევ ორი გუნდი, „ჩელსი“ და „ბარსელონა“ შეუერთდნენ.

რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

იაპონიის ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში მიმდინარე სუპერტურნირ კიუსიუ ბაშოზე 10 დღე მიილია, ქართველ სუმოისტებს კი იდენტური მაჩვენებლები აქვთ: 6 მოგება და 4 მარცხი.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გელა ბოლქვაძემ (75 კგ) პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მე-5 ტურის პირველი შეხვედრები გაიმართა. რვა მატჩით კიდევ ორი მერვედფინალისტი გუნდი გამოვლინდა: პლეი-ოფის საგზურები სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ და მადრიდის „რეალმა“ მოიპოვეს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც გასულ შაბათს კარდიფში უელსს ეთამაშა და თანაბარ ბრძოლაში 6:13 დამარცხდა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში 73.41 ქულით მე-12 ადგილი შეინარჩუნა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ თანამდებობა დატოვა. 74 წლის აწ უკვე ყოფილი ჩინოსნის განცხადებით, იგი ყველა იტალიელს ბოდიშს უხდის - ტავეკიოს გადადგომის მიზეზი ეროვნული ნაკრების სენსაციური წარუმატებლობაა.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი