weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

სპორტი

თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების გამარჯვებული აჭარის გუნდი გახდა. ბათუმურმა გუნდმა ფინალში ბოლნისის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. კობიაშვილი ქართულ ფეხბურთს მომავალი 4 წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს.

ბრაზილიის ნაკრები სამშობლოში გასამართი „კოპა ამერიკასთვის“ მზადებას ევროპული ტურნეთი დაიწყებს. კონტინენტის პირველობამდე ტიტეს გაწვრთნილი გუნდი მარტის მიწურულს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. A კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხმლით მოასპარეზე ნინო თიბილაშვილმა მოიპოვა.

პარიზში დღეს დაწყებულ საფრანგეთის დიდ პრიზზე ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ორთვიანი პაუზის შემდეგ, UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირი - ევროპა ლიგაც განახლდა. პირველ საპლეი-ოფო სტადიაზე ორი ისეთი გუნდი ასპარეზობს, რომელთა რიგებშიც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან.

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა „აიაქსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანელი მცველისთვის ეს ბარათი მიმდინარე გათამაშებაში რიგით მესამე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამოსი…

ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მაურიციო სარის შემცვლელად ზინედინ ზიდანს მოიაზრებს, ექსკლუზიურ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. ამსტერდამის „აიაქსმა“ ახალგაზრდული გუნდით ბევრი უტია მადრიდის „რეალს“, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა, ლონდონის „ტოტენჰემმა“ კი დორტმუნდის „ბორუსიას“ სამბურთიანი სხვაობით სძლია.

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართული ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]