იანვარი 17, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველ სოლომონ კვირკველიას ევროპული კლუბები, მათ შორის, გრანდები ეპატიჟებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ბლოგერი სტეფანო კონფორტი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

ზაზა ფაჩულიას კლუბმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წინა ტურში საკრამენტოს „კინგზთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, სტუმრად „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ოვერტაიმში 127:123 დაამარცხა.

ქალაქ საგარეჯოში სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, გიორგი ქურდოვანიძის განცხადებით, UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოწყობა…

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგად წოდებული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, „კოპა ლიბერტადორესის“ 2017 წლის გათამაშება პორტო ალეგრის „გრემიოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ სერიაში ბრაზილიურმა კლუბმა არგენტინული „ლანუსი“ ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიშით 3:1…

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

რა მოხდება თუ Formula E-ს ელექტრომობილი და პლანეტის უსწრაფესი ცხოველი გეპარდი (Acinonyx jubatus) ერთ მონაკვეთზე ერთმანეთს სიწრაფეში გაეჯიბრებიან? ამ კითხვაზე პასუხის ძებნაში სარბოლო გუნდმა Techeetah, ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით უჩვეულო ექსპერიმენტი…

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს, კიდევ 5 რუს სპორტსმენს გაუუქმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შედეგები.

რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერის პრეზენტაცია მოსკოვში შედგა. მუნდიალის პოსტერის დიზაინი ცნობილ რუს დიზაინერს, იგორ გუროვიჩს ეკუთვნის და მასზე მთავარ ფიგურად ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია გამოსახული.

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მსოფლიოს მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიას სათავეში ჩაუდგა.

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გუნდის მეკარე როინ კვასხვაძის ტატუ გაიკეთა. კვასხვაძემ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩის უკანასკნელ წუთზე „დინამოელი“ ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია, რამაც „ტორპედოს“ ნანატრი…

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი