weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლონდონის კინოთეატრში „მთვარის შუქის“ ნაცვლად მაყურებელს „ლა ლა ლენდი“ ჩაურთეს

10:22 პარასკევი, 03 მარტი 2017

ოსკარის უკანასკნელ ცერემონიაზე მომხდარი კურიოზული სკანდალის შემდეგ, როდესაც წლის საუკეთესო ფილმის წოდება ჯერ მიუზიკლ „ლა ლა ლენდს“ მიაკუთვნეს, შემდეგ კი რეალურ გამარჯვებულად სოციალური დრამა „მთვარის შუქი“ დაასახელეს, ლონდონის ერთ-ერთი კინოთეატრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მაყურებლის გახალისება და „მთვარის შუქის“ დაგეგმილი ჩვენების ნაცვლად, მაყურებელს დიდ ეკრანზე „ლა ლა ლენდი“ ჩაურთეს.

ლონდონური კინოთეატრის კრეატიულ და სახალისო იდეას, რომლის მიხედვითაც, თითქოს შეცდომით გაეშვა არასწორი ფილმი, კინოდარბაზში მყოფი აუდიტორია აპლოდისმენტებით შეხვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მაყურებელმა „მთვარის შუქის“ სეანსი იხილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]