weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პორტუგალიაში ტყეში გაჩენილი ხანძრების უდიდესი ნაწილი ჩააქრეს

16:09 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

პორტუგალიაში ტყეებს მოდებული ხანძრების უდიდესი ნაწილი ჩააქრეს. სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის დაცვის სამსახურებმა ხანძრის კერების 95%-ის ლიკვიდაცია მოახდინეს, თუმცა ზოგ რეგიონში ტყეები კვლავაც იწვის.

ხანძრების შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი და დაშავდა 200-ზე მეტი. უმრავლესობა დაიღუპა მაშინ, როდესაც ავტომანქანებით ცდილობდა ცეცხლში გახვეული რაიონებიდან გაქცევას.

ექსპერტების ვარაუდით, 17 ივნისიდან მოყოლებული, ტყეები 40 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გადაიწვა. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ ხანძარს ბოლო წლების „უდიდესი ტრაგედია“ უწოდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, პორტუგალიაში ანომალიური სიცხე მომდევნო დღეებში აღარ იქნება, რამაც შესაძლოა შედარებით გააიოლოს ხანძართან ბრძოლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]