weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბუნდესტაგმა ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

11:57 პარასკევი, 30 ივნისი 2017
"მწვანეთა პარტია" გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ზეიმობს "მწვანეთა პარტია" გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ზეიმობს

გერმანიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გერმანიაში ერთი სქესის ადამიანების ქორწინებას და მათთვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 393 დეპუტატმა მისცა, 226 წინააღმდეგ წავიდა, ოთხმა კი თავი შეიკავა.

კანონპროექტს ტრადიციულად მხარი არ დაუჭირა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკმა.

26 ივნისს კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გეი-ქორწინებების მხარდაჭერის საკითხი დეპუტატებს დამოუკიდებლად, სინდისის კარნახით უნდა გადაეწყვიტათ და არ უნდა ეხელმძღვანელათ. თავად მერკელმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. "ჩემთვის ქორწინება, მთავარი კანონის თანახმად, ქალსა და კაცს შორის კავშირია. ამიტომაც დღეს მე ხმა არ მივეცი ამ კანონპროექტს. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება გერმანულ საზოგადოებას მშვიდობას და სოციალურ ერთობას შემატებს", - განაცხადა მან. 

1969 წლამდე, გერმანიაში გეი/ლესბოსელი წყვილების ქორწინება სისხლის სამართლის წესით იდევნებოდა. ასეთ კავშირებს გერმანიაში 2001 წლიდან არეგისტრირებენ. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს 34 ათასმა ჰომოსექსუალმა წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმა. თუმცა, ამ დრომდე ისინი უფრო ნაკლები უფლებებით სარგებლობდნენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალი წყვილები. მაგალითად, მათ ბავშვის შვილად აყვანა არ შეეძლოთ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]