weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება დაიწყო

16:30 ოთხშაბათი, 08 მარტი 2017

შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომლებიც იაპონიის კონტროლირებად წყლებში ჩავარდა.

„ჩრდილოეთი კორეის გაუთავებელი პროვოკაციები, გუშინდელი რაკეტების გაშვების ჩათვლით, მხოლოდ ადასტურებს ჩვენი ალიანსის გადაწყვეტილების გონივრულობას, განვათავსოთ ტედის სისტემის კომპლექსი სამხრეთ კორეაში“, - განაცხადა წყნარ ოკეანეში აშშ-ის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა ჰარი ჰარისმა.

შეერთებული შტატების აღნიშნული ნაბიჯი სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის კონფლიქტს გააღრმავებს. ოფიციალური პეკინი თვლის, რომ რეგიონში ამ სარაკეტო კომპლექსის განთავსება რეგიონული უსაფრთხოების წონასწორობას დაარღვევს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სათანადო ზომებს მიმართავს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]