weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ტრანსგენდერებს აშშ-ის ჯარში არ მივიღებთ - დონალდ ტრამპი

23:27 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც სქესი შეიცვალეს, ამერიკულ ჯარში ვერ იმსახურებენ. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა იმით ახსნა, რომ ტრანსგენდერების სამედიცინო მომსახურებაზე დიდი თანხა იხარჯება.

ლგბტქ საზოგადოების წარმომადგენლები ტრამპის ამ განცხადებას ტრანსგენდერ ამერიკელებზე თავდასხმას უწოდებენ.

"აშშ-ის მთავრობა ტრანსგენდერებს ჯარში არცერთ თანამდებობაზე სამსახუროდ არ მიიღებს. ჩვენი ჯარი გადამწყვეტ და დამაჯერებელ გამარჯვებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არ უნდა იყოს დამძიმებული უზარმაზარი ხარჯებით, რასაც ტრანსგენდერების ჯარში სამსახური გამოიწვევს", - წერს ტრამპი "ტვიტერში".

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გენერლებთან და სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციები.

ტრანსგენდერებს ჯარი მსახურობის უფლება ერთი წლის წინ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მისცეს. "ბი-ბი-სი" წერს, რომ სხვადასხვა დათვლებით ამერიკულ ჯარში 4 ათასიდან 10 ათასამდე ტრანსგენდერი მსახურობს.

2013 წლიდან აშშ-ის ჯარში მსახურობის უფლება აქვთ ლესბოსელებსა და ჰომოსექსუალებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]