weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ავღანეთში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

12:55 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში მდებარე შიიტურ მეჩეთზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა.

იერიში ჯავადიას მეჩეთზე ორმა თავდამსხმელმა განახორციელა. პირველმა მეჩეთის შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა, მეორე შეირაღებულმა პირმა კი სალოცავში მყოფ სამასამდე ადამიანს ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შიიტები ავღანეთში მცხოვრებ უმცირესობას განეკუთვნებიან და მათ ხშირად ესხმიან თავს, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“, ისე თალიბანის მებრძოლები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]