weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბიგ-ბენი 2021 წლამდე აღარ დარეკავს

11:17 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

უესტმინსტერის სასახლის ყველაზე დიდი ზარი ბიგ-ბენი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დარეკავს. მიზეზი საათის კოშკზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებია, რომელიც 21 აგვისტოდან დაიწყება.

ბიგ-ბენი ყოველ საათში ერთხელ რეკავს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, 2021 წლამდე ის შესაძლოა განსაკუთრებული მოვლენების დროს, მაგალითად, ახალი წლის ღამეს აამუშაონ.

საათის კოშკი, რომელსაც 2012 წელს დედოფლის საპატივსაცემოდ ელისაბედის კოშკი ეწოდა, ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. კოშკის მშენებლობა დაახლოებით 150 წლის წინ დასრულდა და ორ მსოფლიო ომს გადაურჩა.

ბიგ-ბენი ბოლოს 2007 წელს, მცირე ხნით დადუმდა, მანამდე კი 1983-1985 წლებში რესტავრაციის გამო შეწყვიტა მუშაობა.

ბიგ-ბენი 13.7 ტონას იწონის. ციფერბლატის დიამეტრი 7 მეტრზე მეტია, ისრების სიგრძე კი 2.7 და 4.2 მეტრი. საათის ოთხი ციფერბლატიდან თითოეულის საფუძველში ლათინური წარწერაა: „ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია“.

ზარის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 29 მილიონი ფუნტი დაჯდება. რესტავრაციის შემდეგ 96-მეტრიან ელისაბედის კოშკზე ლიფტი გაჩნდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]