weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თეთრი სახლის ხელოვნების კომიტეტი პროტესტის ნიშნად გადადგა

15:46 შაბათი, 19 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კომიტეტი სრული შემადგენლობით გადადგა. ამით კომიტეტის 17-მა თანამშრომელმა დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტა.

კომიტეტის წევრები მხატვრები, არქიტექტორები, ავტორები და შემსრულებლები არიან. დონალდ ტრამპისადმი მათ წერილს მსახიობი კელ პენი „ტვიტერში“ აქვეყნებს. წერილის ავტორები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ის მუსლიმებსა და ლტოლვილებს აშშ-ში შესვლას უკრძალავდა. ასევე, აკრიტიკებენ იმ რეაქციისთვის, რაც ტრამპს ვირჯინიაში, ქალაქ შარლოტსვილში განვითარებული მოვლენების მიმართ ჰქონდა. მათი აზრით, პრეზიდენტი მხარს უჭერს ტერორისტებს, რომლებმაც შარლოტსვილში ამერიკის მოქალაქე მოკლეს. კომიტეტის ყოფილი წევრები პრეზიდენტს კულტურის დეპარტამენტის ბიუჯეტის შემცირებაშიც ადანაშაულებენ.

„დისკრიმინაცია ამერიკული ღირებულება არ არის. თუ ეს არ გესმით, მოგიწოდებთ, დატოვოთ თანამდებობა“, - ნათქვამია წერილში.

კომიტეტის გადადგომას თეთრი სახლი გამოეხმაურა. მათი განცხადებით, დონალდ ტრამპმა აგვისტოს დასაწყისში უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომიტეტს უფლებამოსილებას, რომელსაც ვადა მიმდინარე წელს გასდის, აღარ გაუგრძელებს.

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომიტეტი 1982 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის დროს შეიქმნა და მისი ფუნქცია კულტურის საკითხებზე თეთრი სახლისთვის რეკომენდაციების მიცემა და კულტურული პროგრამების განვითარებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]