weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტობის პირველ სამ თვეში მაკიაჟისთვის 26 000 € დახარჯა

14:09 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტობის პირველ სამ თვეში 26 ათასი ევრო მაკიაჟში დახარჯა.

ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Le Point, ქვეყნის 39 წლის ცენტრისტი ლიდერის პირადი ვიზაჟისტის, ნატაშა მ.-ის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის თანახმად, ვიზაჟისტმა თანხა ორ ნაწილად, 16 ათას და 10 ათას ევროდ მიიღო. ფრანგულმა ჟურნალმა მაკრონის წინამორბედის, ფრანსუა ოლანდის ამ ტიპის სამთვიანი დანახარჯიც გამოაქვეყნა, რაც 4 ათასი ევროთი მეტია - 30 000 €. პოპულარულ ჟურნალ Vanity Fair-ის ინფორმაციით კი, ნიკოლა სარკოზის მაკიაჟში ყოველთვიური დანახარჯი 8 000 ევროს შეადგენდა.

პრეზიდენტის რეზიდენცია ელისეს სასახლემ ემანუელ მაკრონის მაკიაჟში დანახარჯი თანხა გადაუდებელი აუცილებლობებით ახსნა და განმარტა, რომ მომავალში ამ ტიპის ხარჯი საგრძნობლად შემცირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]