weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შეერთებულმა შტატებმა პაკისტანს სამხედრო დახმარება შეუწყვიტა

10:37 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

აშშ-მა პაკისტანს 255 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება შეუჩერა მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური ისლამაბადი ანტი-ავღანური შეიარაღებული ძალებისთვის ამ ქვეყანაში შექმნილ „უსაფრთხო გარემოს“ არ აღმოფხვრის.

„სანამ ამერიკული მხარე არ დარწმუნდება, რომ პაკისტანი იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ, თანხები არ გადაირიცხება.“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საქმე ეხება თალიბანსა და ჰაკანის დაჯგუფებას, რომელთა მეომრები აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ავღანეთის საზღვრებთან არიან დაბანაკებული. ისლამაბადმა უარყო აშშ-ის ბრალდება და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მას განტევების ვაცად წარმოაჩენს და სურს ამით თავისი შეცდომები დამალოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]