weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ევროპის უძველესი პაგანები: ეთნიკური მარიელების ცხოვრება უღრან ტყეში

16:21 კვირა, 12 მარტი 2017

პაგანიზმი (Paganus - ლათ: სოფლის მცხოვრები) მრავალღმერთიული ხალხური რელიგიური ტრადიციებია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ხალხი დღესაც მისდევს. ფოტოჟურნალისტმა იკურუ კუვაძიმამ რუსეთის ფედერაციაში არსებულ მარი-ელის რესპუბლიკაში ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა და თითქმის ყველაფერი გაიგო ეთნიკურ მარიელთა პაგანისტურ რელიგიასა და კუდიანობაზეც კი.

ფინო-უგრული წარმოშობის ხალხი - მარიელები, რომელთა რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, დედაქალაქ მოსკოვიდან 800 კმ მანძილით დაშორებულ მარი-ელის პატარა რესპუბლიკაში ცხოვრობენ და ძირითადად თავიანთ ტრადიციულ რელიგიას - ჩიმარიი იულას, იგივე მარიულ პაგანიზმს მისდევენ, რომელიც ბუნების ძალებთანაა დაკავშირებული. ბუნება მათთვის აბსოლუტური სიკეთის წყაროა. მარიელებს ე.წ. კერემეტების, ანუ ბოროტი ღმერთ-კაცების არსებობისაც სწამთ. მარიული მითოლოგია და რელიგია ცხოველებითაცაა წარმოდგენილი. დიდი ზომის ცხოველებს, მაგალითად ირმებს, ისინი ღმერთებს სწირავენ.

მარიული პაგანიზმს შემდეგნაირი ღვთაებები ჰყავს (არასრული ჩამონათვალი):

კუგუ-იუმო - მონისტური მთავარი ღვთაება.

საკსა-იუმო - ნაყოფიერების ღმერთი.

პურიშო - ბედისწერის ღვთაება, ყოველი ადამიანის ბედისწერის შემქმნელი.

აზირენი - (მარიულად: სიკვდილი) სიკვდილის ღმერთი, რომელიც გარდაცვალებისას მიდის ადამიანთან და ეუბნება, რომ მისი დრო დადგა.

შუდირ-შამიჩ იუმო - ვარსკვლავების ღმერთი.

ტილზე-იუმო - მთვარის ღმერთი.

უჟარა-იუმო - განთიადის ღმერთი.

კომუნიზმის პერიოდში მრავალი მარიელი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი გახდა, თუმცა სოფლებში ახლაც მრავლად არიან პაგანები, რომლებიც იდუმალ რიტუალებსა და მჩხიბაობას კვლავ ატარებენ.

ზამთარი სუსხიანი და ცივია, ზაფხული კი - მოკლე. მარიელი ქალები ყინვისგან სახეს საგანგებოდ იფარავენ. ფოტოგრაფ კუვაძიმას აზრით, მარიელთა ტყეებში ცხოვრება თანამედროვე სამყაროსგან ძალზე შორსაა, მისი თქმით მარიელთათვის საათი გაჩერდა და გაიყინა. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]