weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

უკრაინა აცხადებს, რომ აგრესორის 5 თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს – რუსეთი უარყოფს

11:17 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს აგრესორი ქვეყნის რუსეთის 5 თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

„გაერთიანებული ძალები ღირსეულ პასუხს სცემენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან. მტერი დანაკარგს განიცდის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინელ მცველებს“, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მათი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია უარყო. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები „დათრგუნულია“, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ბაზების სამხედრო ინფრასტრუქტურა გამოსულია მწყობრიდან, ხოლო უკრაინელი მესაზღვრეები წინააღმდეგობას არ უწევენ რუსულ დანაყოფებს. 

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]