weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

კრემლი ამზადებს შეტევების ახალ ტალღას, მაგრამ ჩვენი ჯარი მზადაა მას შეხვდეს – რეზნიკოვი

01:46 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები თავდასხმების ახალ ტალღას ამზადებენ, თუმცა უკრაინა ამისთვის მზად არის.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინა 16 საათზე მეტია უკუაგდებს ოკუპანტებს, მძიმე ბრძოლები კი ლუგანსკისა და სუმის ოლქებში, ასევე დედაქალაქის ჩრდილოეთით მიმდინარეობს. მარტივი არაა ვითარება ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. 

„მთელი ერი თანდათან უერთდება წინააღმდეგობას. თავდაცვის ძალებს უკვე ათასობით მოქალაქე შეუერთდა. მტერი ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა. ხარკოვთან გააჩერეს. გააჩუმეს და უკან დააბრუნეს აღმოსავლეთის ბევრ რაიონში. რუსი ოკუპანტები უკვე ნებდებიან.

კრემლი ამზადებს შეტევების ახალ ტალღას, მათ შორის საჰაერო დარტყმებს, მაგრამ ჩვენი ჯარი მზადაა მას შეხვდეს.

ჩვენ აქტიურად ვიყენებთ პარტნიორებისგან მიღებულ თანამედროვე იარაღებს. კიდევ უფრო მეტი იქნება.

მსოფლიო სანქციების დაწესებას იწყებს. რუსეთში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციები დაიწყო. ხვალ რუსები გაიგებენ პუტინის სიგიჟის ფასს. ჩვენ უკან არ დავიხევთ ჩვენს მიწაზე“, – დაწერა Facebook-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 24 ოქტომბერს გამთენიისას შეიჭრა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 57 უკრაინელი შეეწირა, კიდევ ადამიანი კი 169 დაჭრილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]