weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

გადაცმულმა რუსმა სამხედროებმა ჩვენი ტექნიკა გაიტაცეს – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

11:56 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები კიევის ცენტრის მიმართულებით მიემართებიან. 

„უკრაინელი სამხედროების ფორმაში გადაცმულმა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებმა ორი მანქანა ჩაიგდეს ხელში და ობოლონის მხრიდან მაღალი სიჩქარით მიემართებიან კიევის ცენტრისკენ. მათ მოსდევს რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონა. ისინი აუცილებლად განადგურდებიან“, – დაწერა ანა მალიარმა Facebook-ზე. 

Facebook-ზე განცხადება გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმაც. უკრაინელებს აფრთხილებენ, რომ მტერი მათ ტექნიკას იყენებს.

„გარდა ამისა, დამპყრობლები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმებში არიან გამოწყობილები. უკრაინის მოქალაქეებს ვთხოვთ ფხიზლად იყვნენ და ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აცნობონ სამართალდამცავ უწყებებს“, – ნათქვამია სახმელეთო ძალების განცხადებაში.

მათივე ბოლო ინფორმაციით, კიევის ცენტრისკენ მოძრავი კოლონა დაზიანებულია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]