weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უკრაინა მზად არის რუსეთს ნეიტრალურ სტატუსზე ესაუბროს – პოდოლიაკი

16:34 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

უკრაინას მშვიდობა სურს და მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მათ შორის, უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ნატოსთან მიმართებაში უთხრა სააგენტო Reuters-ს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

„თუ შესაძლებელია, მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს. თუ მოსკოვში ამბობენ, რომ უნდათ მოლაპარაკებების გამართვა, მათ შორის, ნეიტრალურ სატატუსზე, ჩვენ ამის არ გვეშინია. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ლაპარაკიც. დიალოგისთვის მზადყოფნა არის მშვიდობისკენ ჩვენი დაჟინებული სწრაფვის ნაწილი“, – ციტირებს გამოცემა პოდოლიაკს.

პოდოლიაკის განცხადებას ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, კრემლში ამ ინფორმაციას ყურადღება მიაქციეს, აფასებენ მას, როგორც პოზიტიური მიმართულებით სვლას და ახლა ის უნდა გაანალიზონ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით კი, ტყუილია, რომ უკრაინა მზად არის ნეიტრალურ სტატუსზე სამსჯელოდ.

უკრაინასა და რუსეთს შორის ომი 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. მეზობელ ქვეყანაში შეჭრის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მისი თქმით, ეს არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. 

 

ამ თემაზე:

ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]