weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუსეთის საქველმოქმედო ფონდები პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ 

12:26 შაბათი, 26 თებერვალი 2022

რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელები ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავენ, შეწყვიტოს უკრაინაში ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები. ამ დროისთვის მიმართვას ხელს 200-ზე მეტი ადამიანი აწერს. 

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით საომარ მოქმედებებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლა ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე. მთელი ჩვენი სამუშაო არის ბრძოლა ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლეების გადარჩენისთვის. ომი შეუთავსებელია სიცოცხლესთან, ღირსებასთან და ადამიანურობის ძირითად პრინციპებთან. ომი ჰუმანიტარული კატასტროფაა, რომელიც ამრავლებს ტკივილს და ტანჯვას. მისი შედეგები გააუქმებს ჩვენს გრძელვადიან ძალისხმევას. არაჰუმანურად მივიჩნევთ პოლიტიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალის გამოყენებას და მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ცეცხლი და დაიწყოთ მოლაპარაკებები“, – ნათქვამია პუტინისადმი მიმართვაში. 

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. 25 თებერვალს პუტინმა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, თავიანთ ხელში აიღონ ძალაუფლება, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მათთან „შეთანხმება“ უფრო ადვილი იქნება, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]