weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ჩვენს მეგობრებს უკრაინაში 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 Stinger-ს მივაწვდით – გერმანია

00:20 კვირა, 27 თებერვალი 2022

გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. ბუნდესვერი უკრაინულ ჯარს 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა და 500 ანტისაჰაერო რაკეტა Stinger-ით დაეხმარება.

გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ზე დაწერა კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

„რუსულმა თავდასხმამ გარდამტეხი მომენტი მონიშნა. ჩვენი ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ უკრაინას პუტინის დამპყრობელი არმიისგან თავდაცვაში. ამიტომაც ვაწვდით ჩვენს მეგობრებს უკრაინაში 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და Stinger-ის 500 რაკეტას“, – წერს გერმანიის კანცლერი.

„ასე გააგრძელეთ, კანცლერო. ანტი-საომარი კოალიცია მოქმედებაშია“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის გადაწყვეტილებას.

26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას Stinger-ის 200 რაკეტას ნიდერლანდებიც გაუგზავნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]