weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ხოდორკოვსკიმ, კასპაროვმა და გუდკოვმა რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნეს

11:49 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

რუსმა ოპოზიციონერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა „რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ დააფუძნეს. კომიტეტში ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი დირექტორი მიხეილ ხოდორკოვსკი, მოჭადრაკე გარი კასპაროვი, პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი და ჟურნალისტი ევგენი კისელიოვიც არიან. 

კომიტეტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, „ომის დამნაშავეებად“ და „საერთაშორისო სამართლის დამრღვევებად“ ცნოს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. 

„რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ ეფუძნება მარტივ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს: არსებობს აშკარა განსხვავებაა იმ რუსებს, ვინც პუტინის ავანტიურების უნებლიე მონაწილეებ არიან და მათ შორის, ვინც შეგნებულად ეხმარება პუტინის რეჟიმს ძმათამკვლელ აგრესიაში.

ჩვენ მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს იმაზე, რომ ვერ შევძელით ომის თავიდან აცილება, რომ დავუშვით რუსეთის ჯარების მოღალატური თავდასხმა მეზობელ ქვეყანაზე, მაგრამ შეჭრის უშუალო მონაწილეებს – გენერლებს, რომლებმაც შეიმუშავეს გეგმა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობას – უნდა ეწოდოთ ომის დამნაშავეები.

თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ყველა ერთად უნდა დაისაჯოს თავისი საქციელისთვის. არ არსებობს ხანდაზმულობის ვადა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის და ისინი უნდა დაისაჯონ დამსახურების მიხედვით, უნდა გაეცეთ პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი მათ მსხვერპლებსა და მსოფლიოს“, – აცხადებს ხოდორკოვსკი.

კომიტეტი რუსეთის პატრიოტებსაც მოუწოდებს, გაერთიანდნენ დიქტატორ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]