weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

15:35 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022
ფოტო - Belta ფოტო - Belta

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დიწყო. მხარეთა შეხვედრა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, გომელის ოლქში, მდინარე პრიპიატის ნაპირზე იმართება. 

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებდამდე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ შეხვედრის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას დაიცავენ. მაკეის თქმით, პრეზიდენტი ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება ყველა კრიზისული საკითხის გადაჭრა. 

უკრაინის დელეგაციაში პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი არიან.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმუირ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და დუმის წევრი ლეონიდ სლუცკი.

მოლაპარაკებების დაწყებამდე დავით არახამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები წავა ან სწორი, უკრაინის მიმართულებით, ან „რუსული ხომალდის მსგავსად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]