weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ლავროვი გაეროს სესიაზე ვერ გამოვა მისი თვითმფინავისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო 

18:10 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი ჟენევაში, სადაც ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიას უნდა დასწრებოდა, გაუქმდა. რუსული მხარის განცხადებით, ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცე ლავროვის თვითმფრინავისთვის დახურულია. 

შვეიცარიაში ლავროვის ვიზიტი პირველ მარტს იყო დაგეგმილი. ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 49-ე სესიაზე უნდა გამოსულიყო. ჟენევაში რუსეთის წარმომადგენლობამ მათი თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას უპრეცედენტო შეზღუდვა და ანტირუსული სანქცია უწოდა. 

გუშინ, 27 თებერვალს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ეს გავრცელდება რუსების საკუთრებაში არსებულ, რუსეთში რეგისტრირებულ ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ყველა თვითმფრინავზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]